logo
ENG



გერმანიაში სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვის ბრალდებით 25 ადამიანი დააკავეს

07 დეკ 202213:39
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/07/7u5trpxnc6ohn04.jpg
Getty Images

გერმანიაში დააკავეს 25 ადამიანი, ვისაც ბრალად სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვაში მონაწილეობა ედებათ.

გერმანიის თქმით, ექსტრემისტი მემარჯვენე ჯგუფები და ყოფილი სამხედროები გერმანიის პარლამენტზე, რაიხსტაგზე თავდასხმასა და კონტროლის დამყარებას გეგმავდნენ.

სავარაუდოდ, გეგმის ცენტრალური ფიგურა 71 წლის გერმანელი კაცია, რომელიც თავს პრინც ჰაინრიხ XIII-ს უწოდებს. გერმანიის ფედერალური პროკურორის თქმით, ის იყო 2 ლიდერიდან ერთ-ერთი, ვინც გერმანიის ტერიტორიაზე დააკავეს.

პროკურორის ცნობით, ჯგუფი მოიცავდა ექსტრემისტი მოძრაობა რეიხსბიურგერის წევრებს, ვინც ძალადობრივი თავდასხმებითა და რასისტული კონსპირაციული თეორიებითაა ცნობილი. რეიხსბიურგერი ასევე უარყოფს თანამედროვე გერმანულ სახელმწიფოს.

გერმანიის ხელისუფლების ცნობით, გადატრიალების გეგმაში დაახლოებით 50 ადამიანი მონაწილეობდა. ჯგუფი რესპუბლიკის დამხობას და 1871 წლის გერმანიის, მეორე რაიხის მოდელის მიხედვით ახალი იმპერიის შექმნას გეგმავდა.

გერმანიის ცნობით, ჯგუფის დიდი ნაწილი გერმანიის ტერიტორიაზე, 2 ადამიანი კი ავსტრიაში დააკავეს.

გერმანიის ფედერალურმა პროკურატურმა განაცხადა, რომ ჯგუფი გადატრიალებას 2021 წლის ნოემბრიდან გეგმავდა.

პროკურატურის თქმით, წევრებს ესმოდათ, რომ მიზნების განხორციელებას მხოლოდ სამხედრო და ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალადობის გზით შეძლებდნენ, რაც მათ შორის მოიცავდა მკვლელობებსაც.

გერმანიის სახელმწიფო მედიის ZDF ცნობით, გეგმაში მონაწილეობდნენ ბუნდესტაგის ქვედა პალატის ექსტრემისტული მემარჯვენე ჯგუფის წარმომადგენელიც, რომელსაც იმპერიის შექმნის შემდეგ ჯგუფის იუსტიციის მინისტრად დანიშვნას დაჰპირდნენ.

იუსტიციის მინისტრმა მარკო ბუშმანმა ტვიტერზე დაწერა, რომ ანტი-ტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობდა და ეჭვობდა, რომ იგეგმებოდა კონსტიტუციურ ორგანოებზე თავდასხმა. ბუშმანის თქმით, დემოკრატია დაცულია.


close დახურვა