logo
ENG



გერმანიაში შესასვლელად ყველა კოვიდრეგულაცია უქმდება

31 მაი 202215:48
3 წუთის საკითხავი
clock 3474
2022/05/31/ahrc8lyw5u36hbe.jpg

ხვალიდან, 1 ივნისიდან გერმანიაში შესასვლელად ყველა კოვიდრეგულაცია უქმდება.

საქართველოში გერმანიის საელჩოს ცნობით, გერმანიაში შესვლის მსურველებისათვის აღარ არის სავალდებულო აცრის, გამოჯანმრთელების ან ჩატარებული ტესტის საბუთის წარდგენა.

"გაუქმდა ინფექციისგან დაცვისათვის შექმნილი მაღალი რისკის მქონე ქვეყნების სია, რადგან ომიკრონი უფრო იშვიათად იწვევს დაავადების რთულ ფორმებს.

ვაქცინაციის საბუთი საჭიროა მხოლოდ იმ პირთათვის, ვინც გერმანიაში ჩადის ქვეყნებიდან, სადაც მოხდა ვირუსის მუტაცია. ამ შემთხვევაში შესვლა შესაძლებელი ხდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ჩამოთვლილი ყველა ვაქცინით. საქართველო არ შედის ამ ქვეყნების სიაში", - ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა