logo
ENG



გერმანიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 143-მდე გაიზარდა

17 ივლ 202123:18
3 წუთის საკითხავი
 
2021/07/17/iau84c6f6t3faqs.jpg
ფოტო: DW

გერმანიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 143-მდე გაიზარდა. ვრცელდება ინფორმაცია 670 დაშავებულის შესახებ, ხოლო ასობით ადამიანი დაკარგულად ითვლება. 

დასავლეთ ევროპაში რეკორდულად უხვი ნალექის გამო მდინარეები კალაპოტიდან გადმოვიდა. ძლიერ წვიმას მომდევნო დღეებშიც ელოდებიან.

ყველაზე მეტად გერმანიაში რაინლანდ-პფალცისა და ჩრდილოეთი რაინ-ვესტფალიის მიწები დაზარალდა. ხელისუფლების განცხადებით, არვაილის რაიონში ასობით ადამიანი დაიკარგა. გათიშულია სატელეფონო ხაზები. სოფელი შულდი კი, სადაც 700 ადამიანი ცხოვრობს, ფაქტობრივად, დანგრეულია.

სტიქიის ადგილზე მობილიზებულია 15 ათასამდე პოლიციელი და მაშველი. სამაშველო სამუშაოებში ჩართულია ვერტმფრენები. 

წყალდიდობას ებრძვიან ბელგიაშიც, სადაც სულ მცირე 24 ადამიანი გარდაიცვალა. პოლიტიკური ლიდერები სტიქიის გამომწვევ მიზეზად კლიმატის ცვლილებას ასახელებენ.

ბრიუსელისა და ანტვერპენის შემდეგ სიდიდით მესამე ქალაქ ლიეჟეში, მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყეს. ადგილობრივი ხელისუფლება ამბობს, რომ ვინც გასვლას ვერ ახერხებს, შენობის მაღალ სართულზე უნდა ავიდეს.


close დახურვა