logo
ENG



გერმანიის ელჩი, ჰუბერტ ქნირში პარლამენტში ანრი ოხანაშვილს შეხვდა

24 თებ 202114:42
3 წუთის საკითხავი
 

გერმანიის ელჩი, ჰუბერტ ქნირში პარლამენტში ანრი ოხანაშვილს შეხვდა. 

ფორმულას ინფორმაციით, შეხვედრა საიდუმლოდ გაიმართა.

კონსულტაცია დაახლოებით 1 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ გერმანიის ელჩმა ფორმულასთან დეტალებზე საუბარი არ ისურვა და უარი თქვა, შეეფასებინა ნიკა მელიას დაკავება. 

"ბევრი შეხვედრა მაქვს პარლამენტში, ისევე, როგორც სხვა დიპლომატებს. გუშინ ბევრი განცხადება გაკეთდა. მოვისმინეთ აშშ-ის ელჩის შეფასება, ვერაფერს დავამატებ". - თქვა ქნირშმა ფორმულასთან

ანრი ოხანაშვილმა კი გვითხრა, რომ საუბრის თემა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები იყო. 

"ისინი, რა თქმა უნდა, რჩებიან ერთგულნი იმის, რომ მხარი დაუჭირონ საქართველოს, როგორც ძლიერ, დემოკრატიულ სახელმწიფოს. ჩვენ ხშირად ვხვდებით ხოლმე, ვცვლით პოზიციებს მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით, ახლაც განვიხილეთ მთელი რიგი საკითხები, პროცესები, გეგმები, რეფორმები და ა.შ. სხვა კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით. - თქვა მან. 

ოხანაშვილმა ფორმულას ასევე უთხრა, რომ მსგავს ფორმატში სხვა ელჩებთან შეხვედრაც იგეგმება. 

ფორმულას ინფორმაციითვე, პარლამენტში იმყოფებოდა იაპონიის ელჩიც. ის რამდენიმე დეპუტატს შეხვდა. 


close დახურვა