გერმანიის მმართველი კოალიცია უკრაინისთვის მძიმე იარაღის მიწოდებაზე შეთანხმდა. ამის შესახებ ბუნდესტაგის დეპუტატმა და უსაფრთხოების პოლიტიკის საპარლამენტო ჯგუფის წევრმა მარკუს ფაბერმა განაცხადა.
ფაბერის თქმით, ეს გადაწყვეტილება ჯერ არ მიღებულა თუმცა სავარაუდოა, რომ წინაღობები არ იქნება, რადგან კოალიცია საკითხზე თანხმდება.
„ძვირფასო მეგობრებო, გერმანია ახლა სწრაფად მიაწვდის მძიმე აღჭურვილობას უკრაინას. მე მოხარული ვარ, რომ ფედერალურმა დემოკრატიული პარტია და ჩვენი კოალიციური პარტნიორები ამაზე შევთანხმდით.
უკრაინისთვის მძიმე იარაღის მიწოდების შესახებ მე ყველა მინისტრისა და კოალიციური პარტნიორებისგან მხოლოდ პოზიტიური განცხადებები მოვისმინე. რა თქმა უნდა, ამას ჯერ კიდევ სჭირდება გადაწყვეტა და დანერგვა, მაგრამ როცა ასეთი ერთიანი ნებაა გზაც ყოველთვის არსებობს“, - აცხადებს ფაბერი.
Liebe Freunde,
Deutschland wird jetzt schnell schweres Gerät in die Ukraine liefern. Ich bin froh, dass wir von der @fdpbt unsere Koalitionspartner davon überzeugen konnten.
აღსანიშნავია, რომ მანამდე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ ევროპას აღარ აქვს მეტი საპატიო მიზეზი და კიევს მძიმე იარაღის მიწოდება სჭირდება. ბერბოკმა ასევე განაცხადა. რომ გერმანიის თავდაცვა უკრაინისთვის საბრძოლო იარაღის გადაცემისთვის მზადაა.