logo
ENG



გერმანიის პროკურატურამ 3 წლის ბავშვის გაუჩინარებაში ეჭვმიტანილი 13 წლის შემდეგ დაადგინა

04 ივნ 202019:42
3 წუთის საკითხავი
 

2007 წლის რეზონანსული საქმის ახალი დეტალები ცნობილია. გერმანიის პროკურატურამ 3 წლის ბრიტანელი მედელინ მაკკენის გაუჩინარებაში ეჭვმიტანილის ვინაობა დაადგინა, ის ამჟამად კიელის ციხეში სხვა დანაშაულისთვის იხდის სასჯელს.

საგამოძიებო მასალების მიხედვით, 43 წლის მამაკაცი 13 წლის წინ პორტუგალიის საკურორტო ქალაქ პრაია დე ლუსში ზუსტად იმ სასტუმროსთან იმყოფებოდა, საიდანაც ბავშვი გაუჩინარდა. ის ოფიციალურად უკვე გარდაცვლილადაა გამოცხადებული. გამოძიებაში პორტუგალიასთან და ბრიტანეთთან ერთად გერმანული მხარეც ჩაერთო და სწორედ გერმანელი გამომძიებლები გავიდნენ მთავარი ეჭვმიტანილის კვალზე. ბრიტანეთის ხელისუფლებას დამნაშავის შესახებ ინფორმაციისთვის ჯილდოს სახით 25 ათასი დოლარი ჰქონდა დაწესებული. 


close დახურვა