logo
ENG



გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი კიევში ჩავიდა

10 სექ 202211:51
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/10/na85qfyo3p1g4cy.jpg

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი კიევში ჩავიდა. 

რუსეთის შეჭრის შემდეგ ეს ბერბოკის მეორე ვიზიტია უკრაინაში. 

ბერბოკის თქმით, მისი უკრაინაში ყოფნა მიზნად ისახავს იმის ჩვენებას, რომ გერმანია გააგრძელებს უკრაინის დახმარებას იქამდე, სანამ ეს საჭირო იქნება, როგორც იარაღის მიწოდებით, ისე ჰუმანიტარული და ფინანსური მხარდაჭერით". 

ასევე, ბერბოკის თქმით, მისი უკრაინაში ვიზიტი ეწინააღმდეგება აზრს, რომ გერმანია ომით გამოიფიტა. 

"ჩემთვის გასაგებია, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ჩვენზე ზრუნავს, რადგან დავიღალეთ დავიღალეთ უკრაინის ტანჯვის თანაგრძნობით. მას სჯერა, რომ შეუძლია ჩვენი საზოგადოების გაყოფა ტყუილებით და ენერგეტიკის შანტაჟით. მაგრამ პუტინის გათვლები არასწორია, იმიტომ, რომ მთელმა ევროპამ იცის, რომ უკრაინა იცავს ჩვენს მშვიდობიან წესრიგს". - თქვა ბერბოკმა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ღამის მატარებლით, მცირე დელეგაციასთან ერთად ჩავიდა. 

ის უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას შეხვდება.

წინა ვიზიტის დროს, მაისში, ბერბოკი ბუჩაში ჩავიდა, ქალაქში, სადაც რუსებმა ომის დანაშაულები ჩაიდინეს და მოქალაქეები დახოცეს. 

ბერბოკამდე კიევში ჩავიდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, რომელიც უკრაინას კიდევ $2 მილიარდის დახმარებას დაპირდა. 


close დახურვა