გერმანიის ქალაქ ვერლის ერთ-ერთ უბანში კორონავირუსის ახალი შემთხვევების გამო კვლავ კარანტინი გამოცხადდა. უბანი შემოღობეს, მაცხოვრებლები კი დაავადებაზე ტესტირებას გაივლიან.
გადაწყვეტილება ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის პრემიერმა მას შემდეგ მიიღო, რაც ქალაქის ამ უბანში მდებარე ხორცის გადამამუშავებელ ქარხანაში დაავადების შემთხვევები დადასტურდა.
გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსი" კი წერს, რომ უკვე შექმნილია იმ ქვეყნების სიები, რომელთა მოქალაქეებსაც ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა შეეძლებათ. მათივე ცნობით, ამ სიაში პანდემიასთან დაკავშირებული მძიმე მდგომარეობის გამო ვერ მოხვდნენ შეერთებული შტატების, რუსეთისა და ბრაზილიის მოქალაქეები. ოფიციალურად სიებს სავარაუდოდ შემდეგი კვირის დასაწყისში დაამტკიცებენ.