logo
ENG



გერმანიის ყოფილმა კანცლერმა როსნეფტის დირექტორთა საბჭო დატოვა

20 მაი 202216:16
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/20/j88obe3074j00lh.jpg

გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, გერარდ შროდერმა როსნეფტში დირექტორთა საბჭო დატოვა. საბჭოდან გადის Nord Stream 2 AG-ის აღმასრულებელი დირექტორი მარიას ვარნიგიც.

"გაგებით ვეკიდებით მათ გადაწყვეტილებას და მადლიერები ვართ შეუცვლელი მხარდაჭერისთვის", - აღნიშნავენ როსნეფტში.

გერარდ შროდერი გერმანიის კანცლერი 1998-2005 წლებში იყო. 2017 წელს კი ის როსნეფტის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა. აღნიშნული თანამდებობის დაკავების შემდეგ ის მწვავედ გააკრიტიკეს გერმანიაში. პასუხად ექს-კანცლერმა განაცხადა, რომ ენდობა რუსეთის პრეზიდენტს, ხოლო მათი მეგობრობა გულისხმობს, "რომ ერთმანეთს მოსაზრებებს უზიარებენ და ერთმანეთის კრიტიკა შეუძლიათ".

2021 წელს შროდერი თავმჯდომარის პოსტზე ხელახლა აირჩიეს. ამავე პერიოდში დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა ავსტრიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, კარინ კნაისლი, რომლის ქორწილს პუტინი დაესრო. გარდა ამისა, შროდერი Nord Stream AG-ში აქციონერთა კომიტეტის თავმჯდომარეა.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ საბიუჯეტო კომიტეტმა მმართველი კოალიციის მოთხოვნით შროდერს ბუნდესტაგში ოფისი და თანამშრომლები ჩამოართვა. ამასთან, ევროკავშირმა მხარი დაუჭირა შროდერსა და კნაისლისთვის სანქციების დაწესებას, თუ ისინი თავიანთ თანამდებობებზე უარს არ იტყვიან.


close დახურვა