logo
ENG



გერმანული ლუდი კაია, მანქანა კაია, არჩევნებიც ასევე კარგია - შოთა დიღმელაშვილი

17 ნოე 201917:19
3 წუთის საკითხავი
 
7v3z6l43pwgkeu9.png

 

მოძრაობის „ქვეყნის სამსახურში“ ერთ-ერთი აქტივისტის, შოთა დიღმელაშვილის თქმით, სანამ მოთხოვნები არ შესრულდება, რუსთაველი არ გაიხსნება და მოხდება პარლამენტის პიკეტირება.

დიღმელაშვილის თქმით, მათ მთავრობას შესთავაზეს არჩევნების ე.წ. გერმანული მოდელი, გერმანული კი, დიღმელაშვილის განცხადებით, ყველაფერი კარგია, მათ შორის, არჩევნები.

„არჩევნები უნდა იყოს პროპორციული, ამათ არგუმენტი აქვთ, რომ სჭირდება საკონსტიტუციო ცვლილება, მაგრამ მოვუნახეთ გამოსავალი და შევთავაზეთ ე.წ. გერმანული მოდელი, რომელიც მიახლოებულია იმ ეფექტთან, რასაც იძლევა პროპორციული სისტემა. გერმანული ლუდი კაია, მანქნანა კაია, არჩევნებიც ასეთივე კარგია. ოცი ქოცატყუილას ხმა უნდა და შესრულდება ეს ყველაფერი. სანამ ეს არ მოხდება, რუსთაველი არ გაიხსნება. ამ ე.წ. მთავრობას არ მიეცმა მუშაობის საშუალება კანონის ფარგლებში“, - განაცხადა დიღმელაშვილმა.

მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ არ აპირებენ არსად შეჭრას და აპირებენ შენობების პიკეტირებას. 

"ვაპირებთ პიკეტირებას, რაც არ ნიშნავს შეჭრას, პირიქით - ეს ნიშნავს იმას, რომ შენობებში არ შევალთ არც ჩვენ და ვერ შევლენ ვერც ისინი", - განმარტა მან.

 


close დახურვა