logo
ENG



გვარამია: მიხეილ სააკაშვილი ახლა კარგადაა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

18 ნოე 202119:57
3 წუთის საკითხავი
 

მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველმა ნიკა გვარამიამ გლდანის ციხის საავადმყოფოს დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ სააკაშვილი ახლა კარგადაა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გვარამია იხსენებს, რომ მათთან შეხვედრის დროს სააკაშვილს საუბარი და თავის დაჭერა უჭირდა, ჰქონდა "გაუგებარი" ფერი. 

"იყოჩაღეს ექიმებმა და განსაკუთრებით უნდა ავღნიშნო, შეიძლება გაგიკვირდეთ, ქალბატონი [თამთა] დემურიშვილი. პირდაპირი მნიშვნელობით, ამ ადამიანებსაც რატომ ზაფრავენ და მუდმივ სტრესში ამყოიფებენ, გაუგებარია. 

თავიდანვე, რომ შემოვიდა, წამოსვლას ვაპირებდით, რომ ზედმეტი ენერგია არ დაეხარჯა ჩვენზე. დილიდანაც ცუდად იყო... ლაპარაკი უჭირდა. თავის დაჭერა უჭირდა.

რომ გამოვდიოდით ადგა, გაყავდა ბადრაგს და მოწყვეტით წაიქცა. მოვიდნენ ექიმები, აიყვანეს და რამდნეიმე წუთში მეც ამიყვანეს. გაუგებარი ფერი აქვს. როგორც კი სისტემა დაუყენეს ფერზეც მოვიდა. ქვემოთ, როცა წაიქცა ფერზე არ იყო. ისეთი მოძრაობები იყო, რომ ჩავთვალე ინსულტი იყო, ან მსგავსი. საბედნიეროდ, ეს ასე არ არის. ამჟამად ის რეანიმაციაშია და ყველა ექიმი ადგილზეა. აკეთებენ მაქსიმუმს თავის შესაძლებლობების", - უთხრა მან ჟურნალისტებს.  

გვარამიას თქმითვე, ერთადერთი გამოსავალია, სააკაშვილმა გლდანის ციხე დატოვოს და შეწყვიტოს შიმშილობა:

"გამოსავალი არის ერთადერთი რომ აქ არ იყოს მიხეილ სააკაშვილი და მერე შეწყვიტოს შიმშილობა. ჩემთვის მნიშვნელოვანია, ეს კაცი აქედან ცოცხალი გავიდეს".

18 ნოემბრის საღამოს ციხიდან გამოსულმა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილმა მათ თვალწინ გონება დაკარგა. მას დამატებითი ინფორმაცია არ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ პატიმარი ოთახიდან საკაცით გაიყვანეს. 

მოგვიანებით პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც რეანიმატოლოგმა აღნიშნა, ამ ეტაპზე მესამე პრეზიდენტი კონტაქტურია, ადგილი ჰქონდა მცირეხნიან გონების დაკარგვას. 

"პაციენტი არის სტაბილურ მგომარეობაში. ჰემოდინამიკა, ოქსიგენაციის მაჩვენებლები, სუნთქვის პარამეტრები - არის ნორმის ფარგლებში. მცირე, რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად მისი მდგომარეობა დასტაბილურდა. პაციენტს უტარდება კიდევ კვლევები და მერე უფრო დეტალურად გეტყვით. მცირეხნიანი გონების კარგვა იყო. რეანიმაციაში წევს ახლა. კონტაქტურია. კონსულტაციისთვის ვიყავი მოსული - შემთხვევით მოვხვდი აქ. პაციენტთან მორიგეობს რეანიმაციული ბრიგადა", - განაცხადა რეანიმატოლოგმა. 

***

ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ სისხლისსამართლებრივად დევნილი ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 49-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. 

10 ნოემბერს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დააკმაყოფილა ექსპრეზიდენტის ადვოკატების მიერ მოთხოვნილი დროებითი ზომა. ECHR-მა სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა, ამასთან, მიუთითა, რომ მთავრობამ უნდა უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება ციხეში და უნდა უზრუნველყოს მისთვის სათანადო სამედიცინო მკურნალობის მიწოდება პოსტ-შიმშილობის რეაბილიტაციის პერიოდში. 

სააკაშვილი ამბობს, რომ შიმშილობას გარკვეული პირობების საფუძველზე შეწყვეტს, ერთ-ერთი კი მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანაა, სადაც რეაბილიტაციის გავლას სათანადოდ შეძლებს. მისი პირადი ექიმი და ადვოკატები აღნიშნავენ, რომ გლდანის მე-18 დაწესებულებაში სათანადო მკურნალობას ვერ იღებს, პაციენტის მდგომარეობა კი დღითიდღე უარესდება. 

სახალხო დამცველმა სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგისთვის ექსპერტთა ჯგუფი შექმნა, რომელსაც მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა უნდობლობა უკვე გამოუცხადეს. 

კონსილიუმის წევრი ექიმების თქმით, ისინი ერთხმად შეჯერდნენ იმაზე, რომ გლდანის მე-18 ციხის საავადმყოფო "ცუდად აღჭურვილი არ არის", თუმცა, ის მაინც არ არის მზად იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის მსგავს პაციენტს უმკურნალოს. ექსპერტებმა შეისწავლეს დაწესებულება, მისი აღჭურვილობა და პეროსნალსაც გაესაუბრნენ. 

"პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკო­მენ­დებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში კერძოდ ინტენსიური თერაპიის გან­ყო­ფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს", - აღნიშნულია დასკვნაში.


close დახურვა