logo
ENG



გვარამია: სააკაშვილი ძალიან ცუდადაა, თუ არ იქნა გადამწყვეტი ზომები მიღებული, მას დავკარგავთ

29 დეკ 202118:47
3 წუთის საკითხავი
 
გვარამია: სააკაშვილი ძალიან ცუდადაა, თუ არ იქნა გადამწყვეტი ზომები მიღებული, მას დავკარგავთ
ვახო ქარელი/ფორმულა

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ნიკა გვარამიას თქმით, მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა მძიმეა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, თუ გადამწყვეტ ზომებს დროულად არ მიიღებენ, "ამ ადამიანს დავკარგავთ".

"მიხეილ სააკაშვილი არის ძალიან ცუდად. დროზე თუ არ იქნა გადამწყვეტი ზომები მიღებული საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდანაც და ჩვენი შიდა რესურსითაც, ჩვენ ამ ადამიანს დავკარგავთ. არ ვახდენ დრამატიზებას, მართლა გეუბნებით. მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე და ამ ვითარებაში ექიმების არშეშვება გესტაპოა ჩვეულებრივი", - თქვა გვარამიამ. 

დღეს, 29 დეკემბერს, ცენტრ ემპათიის ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა თქვა, რომ პენიტენციური სამსახურის ნებართვის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილთან არ შეუშვეს. 

ჯიშკარიანის თქმით, ეს მათი საქმიანობის ხელშეშლაა და საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებას მიმართავენ.

გუშინ სააკაშვილთან არ შეუშვეს ომბუდსმენის წარმომადგენელიც. 

27 დეკემბერს ღამით ცნობილი გახდა, რომ გორის ჰოსპიტლიდან მიხეილ სააკაშვილის გლდანის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას აპირებდნენ. 

პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ სამედიცინო პერსონალმა სააკაშვილის კლინიკიდან გაწერის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება, თუმცა აღელვების ფონზე ყოფილ პრეზიდენტს აღენიშნებოდა წნევის ცვალებადობა, რის გამოც გადაყვანის ღონისძიება დროებით გადავადდა.

სააკაშვილი ამბობს, რომ მის ციხეში გადაყვანას ძალის გამოყენებით ცდილობდნენ.


close დახურვა