logo
ENG



გვარამია: ჯერჯერობით მუქარას ვერ ბედავენ, იციან, რომ ეგრევე ვუჩივლებ, ციხემდე გავყვები

02 თებ 202115:17
3 წუთის საკითხავი
 
გვარამია: ჯერჯერობით მუქარას ვერ ბედავენ, იციან, რომ ეგრევე ვუჩივლებ, ციხემდე გავყვები

ნიკა გვარამია ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც თეა წულუკიანმა მისი ტელეფონის ნომერი პარლამენტის სხდომაზე, საჯაროდ გამოაცხადა, ზარები და მესიჯები არ წყდება. თუმცა, მისი თქმით, მხარდამჭერ მესიჯებს იღებს. 

"შემოდის მესიჯები მასზე კარგის არმთქმელი და ჩემი მხარდამჭერი. მესიჯებით მუქარას ეტყობა ვერ ბედავენ, იმიტომ, რომ ეგრევე ვუჩივლებ. ყველა შემთხვევაში, გავყვები ციხემდე, როცა ხელისუფლება შეიცვლება, ვინც აპირებს, რომ რეკოს და მუქარის მესიჯები წეროს. 

რაც შეეხება თეა წულუკიანს - ჩემს წარმოსახვაში თეა წულუკიანი არის ადამიანი, რომელმაც, სკოლა რომ დაამთავრა, მამამ ჯალათის ნაჯახი აჩუქა. თან სულელია. უკიდეგანოდ სულელია და უსაზღვროდ ბოროტი. 

ახლა დაარღვია ყველაფერი, რაც შეეხება. პოლიტიკური დევნილიდან ყველანაირ დევნილად მაქცია". - თქვა გვარამიამ. 

წულუკიანმა გვარამიას ტელეფონის ნომერი პარლამენტის პლენარულ სესიაზე გამოაცხადა. ის პარლამენტში ახლადშესულ დეპუტატს, ალეკო ელისაშვილს პასუხობდა, რომელმაც წინასაარჩევნო კამპანიის მსგავსად, მის პირველ საპარლამენტო სხდომაზე გამოსვლისას, თავისი მობილურის ნომერი საჯაროდ გამოაცხადა. 

წულუკიანმა ელისაშვილს უთხარა, რომ თავადაც სურდა ნომრის გამოცხადება, თუმცა, სანაცვლოდ, გვარამიას ნომერი გამოაცხადა და ელისაშვილს მოუწოდა, პარლამენტში გამოსვლის ტექსტები მასთან შეეთანხმებინა. 

"ეს ნიკა გვარამიას ნომერია, დაურეკეთ ხოლმე და ის რასაც გიკარნახებთ, გაყალბდა თუ არა არჩევნები, იმაზე ისაუბრეთ. თუ არჩევნები გაყალბდა, აქ რას აკეთებთ?", - განაცხადა წულუკიანმა. 


close დახურვა