logo
ENG



გვარამიას ადვოკატი: თითქმის არ არსებობს მუხლი, რაზეც პროკურატურამ ბრალის წაყენება არ მოახდინა

13 დეკ 201917:34
3 წუთის საკითხავი
 
dd6kecjemxvvxp3.png

ნიკა გვარამია მის წინააღმდეგ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეს პოლიტიკურ ანგარიშსწორებასა და დევნას უკავშირებს. ამ წუთებში საქმეზე წინასასამართლო სხდომა იმართება.

პროკურატურა გვარამიას ბრალეულობაზე საუბრობს. საგამოძიებო უწყება მას ტელეკომპანია რუსთავი2-ში მუშაობის პერიოდში, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.

„ტექნიკური სხდომაა, სიმართლე, რომ გითხრათ. განსაკუთრებული მოლოდინები ამ სხდომისგან და საერთოდ ქართული სასამართლო სისტემისგან არ მაქვს,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

ადვოკატ საძაგლიშვილის განცხადებით, თითქმის არ არსებობს მუხლი, რაზეც პროკურატურამ ბრალის წაყენება არ მოახდინა.

„რამდენიმე ბრალი არის წარდგენილი, კერძოდ არის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ფულის გათეთრება, დოკუმენტის გაყალბება, კომერციული მოსყიდვა და გაფლანგვა. თითქმის არ არსებობს მუხლი, რაზეც პროკურატურამ ბრალის წაყენება არ მოახდინა“, - განაცხადა ნიკა გვარამიას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.


close დახურვა