logo
ENG



გვაქვს ფორმულა, როგორ უნდა გავაიაფოთ წამლები 40 %-ი-გიორგი ვაშაძე

17 ოქტ 201908:40
3 წუთის საკითხავი
 
k9rclfn63owcvu6.png

პარტია "ახალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ სტრატეგია „აღმაშენებლის" ფარგლებში ამჯერად ჯანდაცვის რეფორმა წარადგინა, რომლის მთავარი მიზანი სისტემის მაღალ საფეხურზე აყვანაა. 

"ახალი საქართველოს" ლიდერის თქმით, პროექტი ხალხზეა ორიენტირებული. პროექტის მსვლელობისას, ჯანდაცვის სფეროში თანამედროვე მსოფლიოს პრაქტიკის გატარებაც იგეგმება. 

"ფორმულა დავხაზეთ როგორ უნდა გავაიაფოთ წამლები 40 %-ით. ინტერნეტ აფთიაქები ეს იდეა, როგორ შევუქმნათ კონკურენცია სხვა ოპლიგოპოლიურ და მონოპოლიურ აფთიაქებს. იანვარში დავაფუძნებთ ონკოლოგიის მართვის ცენტრს, რომლის მიზანი იქნება ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკის გაცილებით უფრი ადრე და ეფექტურად დაწყება. სახელმწიფომ უნდა ხარჯოს ფული იმაში, რომ გამოიკვლიოს წინასწარ, პრევენციულად, ვინ არის საფრთხის და რისკის ქვეშ,"- აცხადებს გიორგი ვაშაზე.

 


close დახურვა