logo
ENG



გვახსოვს, რა ჩაიდინეთ გასულ ზაფხულს! - სირცხვილიას წევრებმა ქუჩებში წარწერები ისევ დატოვეს

17 ივნ 202023:33
3 წუთის საკითხავი
 
f8vm94u2tqi0dkg.jpg

გვახსოვს, რა ჩაიდინეთ გასულ ზაფხულს! - მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრებმა თბილისის ქუჩებში 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით წარწერები ხელახლა გააკეთეს.

შესაბამისი ფოტოები მოძრაობამ facebook-ის გვერდზე გამოაქვეყნა.

აღსანიშნავია, რომ 16 ივნისს, კედლებზე ასეთი შინაარსის წარწერების გაკეთებისთვის მოძრაობის წევრები მუნიციპალურმა ინსპექციამ 1800 ლარით დააჯარიმა. გარდა ამისა, მათ წარწერების წასაშლელად 10 დღიანი ვადა მისცეს, თუმცა, ამ ვადის ამოწურვამდე სტენსილები თავად მუნიციპალურმა სამსახურმა გადაღება. აღსანიშნავია, რომ წარწერებისგან რამდენიმე მეტრში, ამავე ტერიტორიაზე განთავსებული სხვა სტენსილები და საარჩევნო პლაკატები, რომლებიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გააკრეს, მერიამ ხელუხლებელი დატოვა.


close დახურვა