რეფინანსირების განაკვეთი ზრდაზე მიღებულ გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ შეაფასა. მისი თქმით დროული და სწრაფი გადაწყვეტილება, მომავალში ეკონომიკის ოპტიმალური ზრდის წინაპირობა იქნება.
„სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 6,4% შეადგინა. მიზნობრივზე მაღალ ინფლაციას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. ერთჯერად ფაქტორებს, როგორიცაა სიგარეტის აქციზზე გადასახადის ზრდა და რომლის წვლილიც ინფლაციაში 0,9 მეათედი პროცენტული პუნქტია, სურსათის გაძვირებაც დაემატა. მიმდინარე წლის სექტემბრიდან, ეროვნულმა ბანკმა დაიწყო პოლიტიკის გამკაცრება, რაც მიზნად გაცვლითი კურსის გაუფასურებიდან მომდინარე ინფლაციური ზეწოლის განეიტრალებას ისახავს,“ - განაცხადა გვენეტაძემ.
შეგახსენებთ, რომ ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 1 პუნქტით, 8.5 პროცენტამდე გაზარდა.