გვიან ღამით, თბილისში, ნიკოლაძის ქუჩაზე ორი ადამიანი დაჭრეს. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთ მათგანს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული, მეორეს კი - ცივი იარაღით.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 19-109-ე მუხლებით.