logo
ENG



გვრიტიშვილმა ვერ დაასახელა პოლიტიკური საქმე, რომელიც ხელისუფლების წინააღდმეგ გადაწყდა

27 მაი 202118:32
3 წუთის საკითხავი
 
2021/05/27/p9qc0qb7zvx4mer.jpg

იუსტიციის საბჭოს წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი ვერ ასახელებს ბოლო წლების განმავლობაში მიმდინარე რომელიმე პოლიტიკურ საქმეს, რომელიც სასამართლომ ხელისუფლების ინტერესების წინააღმდეგ გადაწყვიტა. 

ჟურნალისტის კითხვაზე, ახსენდება თუ არა თავად გვრიტიშვილს რომელიმე პოლიტიკური საქმე, რომელზეც სასამართლომ ხელისუფლების ინტერესი არ დააკმაყოფილა, გვრიტიშვილი პასუხობს: 

"ასეთი საქმეების სააშკარაოზე გამოტანა არ ხდება. სასამართლო იხილავს ათასობით საქმეს, სადაც საქმე წყდება, ზუსტადაც, სახელმწიფოს [წინააღმდეგ]". 

ამის მიუხედავად, გვრიტიშვილმა გადაცემაში ვერ მოიყვანა ვერცერთი კონკრეტული მაგალითი, როდესაც პოლიტიკურ საქმეზე სასამართლომ სახელმწიფოს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და ბრალდებული, ხელისუფლების ინტერესების საწინააღმდეგოდ გაამართლა. 

 


close დახურვა