logo
ENG



გვყავს 5 საყურადღებო პაციენტი-სოლოღაშვილი

14 მაი 202010:40
3 წუთის საკითხავი
 

ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის ინფორმაციით, კლინიკიდან დღეს 5 გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერა, მათგან 3 მოზრდილი და 2 მოზარდია.

სოლოღაშვილის თქმით, მთლიანობაში პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. 

ბოქსირებულ სექტორში არის 55 პაციენტი, მათგან 45 კოვიდინფიცირებულია. კლინიკაში 18 წლამდე მოზარდი არის 7. გვაქვს 5 გამოჯანმრთელება. მათგან 3 მოზრდილი და 2 მოზარდი. გვყავს ერთი ახალი პაციენტი, რომელიც დადასტურებული დიაგნოზით მცხეთის საავდმყოფოდან არის გადმოყვანილი. ის მკურნალობდა მცხეთის საავადმყოფოში, თუმცა როგორც ვიცით, ის იქაც ცხინვალიდან გადაიყვანეს. 70 წელს ზემოთ ასაკის მამაკაცია. მისი მდგომარეობა საყურადღებოა. საყურადღებოა კვლავ 4 პაციენტის მდგომარეობა. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობის სიმძიმე საშუალოა. რაც შეეხება ექთანს, რომელიც თეთრიწყაროდან გადმოიყვანეს, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია," - განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.


close დახურვა