logo
ENG



გვყავს ერთი ახალი შემთხვევა, რომელიც თეთრიწყაროს კლასტერიდანაა - ბოჭორიშვილის კლინიკა

11 მაი 202010:31
3 წუთის საკითხავი
 

ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკაში მყოფი პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

როგორც სოლოღაშვილმა აღნიშნა, კლინიკას მხოლოდ ერთი ახალი პაციენტი დაემატა, რომელიც თეთრიწყაროს კლასტერს მიეკუთვნება. 

"ბოჭორიშვილის ბოქსირებულ განყოფილებაში წევს 75 პაციენტი. აქედან 62 არის კოვიდინფიცირებული. ასევე, 18 წლამდე მოზარდი გვყავს - 10. პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმის არის. მხოლოდ 5 პაციენტი არის საყურადღებო. შაბათ-კვირის განმავლობაში გვყავს 6 გამოჯანმრთელება. გვყავს მხოლოდ ერთი ახალი შემთხვევა. ის თეთრიწყაროს კლასტერიდან არის. საუბარია საშუალო ასაკის ქალზე. მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. მძიმე პაციენტი არ გვყავს კლინიკაში. ეს ახალი პაციენტი რისკჯგუფში არ არის", - განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა. 


close დახურვა