ქართული ოცნება ოკუპირებულ ტერიტორიებს რომ საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციისთვის იყენებს, დასტურდება საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების შესახებ კვლევითაც. მმართველი პარტიის პროპაგანდის დღის წესრიგშია პოზიტიური ცნობები ჩინეთის შესახებ, რომელთანაც მთავრობამ სტრატეგიული პარტნიორობა გააფორმა. ეს იმ ფონზე, როცა სტრატეგიულ პარტნიორ შეერთებულ შტატებს გამუდმებით თავს ესხმის.