logo
ENG



გია ბერიაშვილის ცოლი: გვითხრეს, რომ ისე დაიკრძალება, როგორც ნამდვილ სამხედროს შეეფერება

22 მარ 202220:33
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/22/h6mstb39ykrm5wj.jpg

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, გია ბერიაშვილის ცოლი, ქეთი ბერიაშვილი ამბობს, რომ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები მათთან მივიდნენ და დახმარების პირობა მისცეს.

უკრაინაში გია ბერიაშვილი და დავით რატიანი ერთად დაიღუპნენ. როგორც ცნობილია, მათი ცხედრები უკვე გადაასვენეს ვარშავაში და დიდი ალბათობით თბილისში ხვალ ჩამოასვენებენ.

"გვითხრეს, რომ ისე დაიკრძალება, როგორც ნამდვილ სამხედროს შეეფერება, საპატიო ყარაულით, დროში, ჰიმნით. ყველას ვუსურვებ რა მიზნითაც იქ არიან, ის სიბოროტე მოეშორებინოთ. ეს მარტო მათი ომი არაა, ჩვენი ომიცაა. ამიტომა გამარჯვებას ვუსურვებ, ოჯახებში დაბრუნებას, არავინ აღარ გამწარებულიყოს ისე, როგორც ჩვენი ოჯახი გამწარდა", - ამბობს ბერიაშვილის ცოლი.

რაც შეეხება კიდევ ერთ დაღუპულ ქართველს, ბახვა ჩიქობავას მისი გადმოსვენების საკითხი ჯერჯერობით უცნობია.


close დახურვა