logo
ENG



გია ნოდია: ბიძინას ნება სინამდვილეში ის იყო, რაც ვითომ „აჯანყებულებმა“ გამოხატეს

16 ნოე 201916:03
3 წუთის საკითხავი
 
ttfonez0o21lnnt.jpg

პოლიტოლოგი გია ნოდია „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე მოვლენებსა და წევრების მიერ პარტიის დატოვებას ფეისბუკპოსტით გამოეხმაურა. როგორც ნოდია წერს, მას არ სჯერა, რომ მაჟორიტარები მართლაც წავიდნენ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და პარტიაში დარჩნენ იმის ფონზე, რომ კანონპროექტის მხარდამჭერმა დეპუტატებმა დატოვეს საპარლამენტო უმრავლესობა.

„ისინი რომ მართლა პარტიის ლიდერის ნების წინააღმდეგ წასულიყვნენ, ლოგიკურად, სწორედ მათ უნდა დაეტოვებინათ უმრავლესობა. ამის მაგალითი ახლო წარსულში გვაქვს: ვინც მოსამართლეების დანიშვნის საკითხში „გუნდს“ არ დაეთანხმა, ნათლად უთხრეს, რომ „გუნდი“ უნდა დაეტოვებინათ. ახლა უთხრა ვინმემ, ასეთ პრინციპულ საკითხზე რომ არ გვეთანხმებით, რატომ არ მიდიხართო? თუ მართლა წახვედი პოლიტიკური პატრონის წინააღმდეგ, უნდა წახვიდე, ასეა წესი. პირიქით, უმრავლესობა იმან დატოვა, ვინც ვითომ ბიძინას პოზიცია დაიცვა ხმის მიცემის დროს. რატომ დატოვეს? მე მხოლოდ ერთი ახსნა მაქვს: მათთვის ნათელი გახდა: ბიძინას ნება სინამდვილეში ის იყო, რაც ვითომ „აჯანყებულებმა“ გამოხატეს. ბიძინამ მათაც გაუკეთა „ტრიუკი“, რაც პირადად მათთვის შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა“, - წერს გია ნოდია.

ამ დროისთვის საპარლამენტო უმრავლესობა საკონსტიტუციო განხილვების შემდეგ 12-მა დეპუტატმა დატოვა - მათ შორის არ არის არც ერთი ის მაჟორიტარი, რომელმაც კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.


close დახურვა