კონგრესმენების კრიტიკას სკანდალური შეფასებით ეხმაურება გია ჟორჟოლიანი. მისი თქმით, ამერიკელების შეფასებები ფუჭია, რადგან ქართველი ხალხი ამ განცხადების გარეშეც გრძნობს ვითარების სიმწვავეს და პოლიტიკური ელიტის უუნარობას, გამოასწოროს ვითარება.
„ოცნებამ თავისი მისია ამოწურა და უნდა დათმოს ხელისუფლება. ბოლო ხანს დასავლელი პოლიტიკოსების მხრიდან კრიტიკა და მოწოდებები, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გააუმჯობესოს ვითარება, ფუჭია. ხალხი ამ განცხადებების გარეშეც კარგად ხვდება ვითარების სიმწვავეს და გრძნობს პოლიტიკური ელიტის უუნარობას, გამოასწოროს მდგომარეობა“, - აცხადებს გია ჟორჟოლიანი.