logo
ENG



გია უდესიანის ადვოკატი სახელმწიფოს პოლიტიკურ დევნასა და ზეწოლაში ადანაშაულებს

05 ნოე 201917:23
3 წუთის საკითხავი
 
vslq610e8b3oj5w.png

გია უდესიანის ადვოკატი სახელმწიფოს პოლიტიკურ დევნასა და ზეწოლაში ადანაშაულებს. ადვოკატის განცხადებით, პროკურატურა ერთი მოწმის ჩვენებას ეყრდნობა. უფლებადამცველი უდესიანის მიმართ წაყენებულ ბრალს არ იზიარებს.

„ქონებას, რომლის დათმობასთანაც დაკავშირებით არის საუბარი, არასდროს არ ფლობდა არც გია უდესიანი და არც ზაზა გუგავა. ხელისუფლება ცდილობს უდესიანის იმიჯის შელახვას“ - აცხადებს გია უდესიანის ადვოკატი.

ბიზნესმენ გია უდესიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებაზე მსჯელობს საქალაქო სასამართლო. უდესიანს პროკურატურა უძრავი ქონებისა და სამეწარმეო ორგანიზაციის წილების გამოძალვასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზებას ედავება.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უძრავი ქონებისა და სამეწარმეო ორგანიზაციის წილების გამოძალვის, ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზების ფაქტებზე გია უდესიანის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა გუშინ დაიწყო.


close დახურვა