logo
ENG



გიგა ბოკერია: ვახო სანაიაზე თავდასხმა არის თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის გამოვლინება

25 თებ 202112:26
3 წუთის საკითხავი
 
გიგა ბოკერია: ვახო სანაიაზე თავდასხმა არის თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის გამოვლინება

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას შეფასებით, ფორმულას ტელეწამყვან ვახო სანაიაზე თავდასხმა "თავისუფლების, საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლის გამოვლინებაა". 

"ის ატმოსფერო, რომელსაც ქმნის ივანიშვილის პროპაგანდა წლების განმავლობაში, განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში, როდესაც [ირაკლი] ღარიბაშვილის მსგავსი ფიგურა გამოდის წინა პლანზე და აქვს ის გზავნილი, რაც აქვს - სიძულვილის, ქვეყნის დაყოფის, დაპირისპირების, ძალადობის და რეპრესიების, ეს ამის პირდაპირი შედეგია. ჩვენ გვაქვს ამ ტიპის ძალადობაზე დაუსჯელობის ისტორია", - ამბობს გიგა ბოკერია.

ტელეწამყვანი ვახო სანაია მასზე თავდასხმასა მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებს. იგი ყვება, რომ აგრესია მას შემდეგ დაიწყო, რაც იგი პირბადის გარეშე იცნეს, ამის შემდეგ კი დაიწყეს ტელევიზიების ლანძღვა. 

ტელეწამყვანი ფორმულასთან ინტერვიუში ყვება, რომ დაზიანება აქვს როგორც თავზე, ასევე ხელებზე, ფეხზე, აქვს ძლიერი თავის ტკივილი. მისივე თქმით, დაზიანება მიიღო მისმა რძალმაც. როგორც ის ყვება, თავდამსხმელის მუშტი მასაც მოხვდა.

"პირდაპირ, აგრესია ჰქონდაც ჩემ მიმართ, როგორც მედიის წარმომადგნელის მიმართ, ტელევიზიების მიმართ გინება, ჩვენ მიმართ. მათ მიცნეს და ამის შემდეგ დაიწყეს პროვოცირება. დაიწყეს გინება ჩვენ მიმართ, ტვ პირველის მიმართ, საერთოდ ტელევიზიების მიმართ ჰქონდათ აგრესია. ვფიქრობ, რომ ეს არის ასახვა იმის, რა პროპაგანდასაც ეწევიან კრიტიკული არხების მიმართ, ერთ-ერთში, ოღონდ უკვე ფიზიკური სახით გამდოვიდა ჩვენზე, ჩვენს ოჯახზე", - ყვება ვახო სანაია. 

ფორმულას ტელეწამყვანს, ვახო სანაიასა და მისი ცოლის ნათესავს თბილისში, წყნეთის ქუჩაზე თავს დაესხნენ. შემთხვევა დღეს, 25 თებერვალს მოხდა. შსს-ს განცხადებით, ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით 3 პირი უკვე დააკავეს. 


close დახურვა