logo
ENG



გიგა ბოკერია: პოლიტიკურმა პარტიებმა ერთმანეთის ხმების დაცვის ვალდებულება უნდა აიღონ

18 აგვ 202011:41
3 წუთის საკითხავი
 
z53cw3iozzqcz8i.jpg

"პოლიტიკურმა პარტიებმა ერთმანეთის ხმების დაცვის ვალდებულება უნდა აიღონ", - ამის შესახებ განცხადება ევროპული საქართველოს წევრმა გიგა ბოკერიამ ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დაწყების წინ გააკეთა.

მისი განცხადებით, შეხვედრაზე იმ დეკლარაციას მოეწერება ხელი, რომლითაც პარტიები საარჩევნო უბნებზე ერთმანეთის ხმების დაცვის ვალდებულებას აიღებენ.

"პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ ამ პოლიტიკური ძალებისთვის, რომლებიც დეკლარაციას შეუერთდებიან, მიდგომა იქნება განსხვავებული: ის კი არა, რომ ჩემი ხმები დავიცვა, არამედ, რომც არ იყოს ძლიერად წარმოდგენილი პარტია, ყველა ხმის დაცვა უნდა მოხდეს.

ეს დეკლარაცია იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ პარტიები არიან ერთმანეთის კონკურენტები, ბუნებრივია, კონკურენციის დროს არის მწვავე დაპირისპირებაც, ოღონდ ამ ლეგიტიმურმა კონკურენციამ და აზრთა სხვადასხვაობამ ამ საკითხთან კოორდინაციაში ხელი არ უნდა შეგვიშალოს", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს.


close დახურვა