logo
ENG



გიგა ბოკერია: სააკაშვილთან ერთად წარსულზე პასუხისმგებლობას ვიღებთ, მომავალზე - არა

21 ოქტ 202001:23
3 წუთის საკითხავი
clock 1337
t7qsal5sywvtfkc.jpg

ევროპულის საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია აცხადებს, რომ მისი გუნდი მიხეილ სააკაშვილთან ერთად წარსულზე იღებს პასუხისმგებლობას, თუმცა მასთან ერთად მომავალზე - არა. რუსთავი 2-ზე "ღამის კურიერში" საუბრისას, ბოკერიამ თქვა, რომ სააკაშვილი ისევ ერთპარტიულ მმართველობას უჭერს მხარს.

"წარსულზე სრულ პასუხისმგებლობას ვიღებთ, მასთან ერთად მომავალზე არ ვიღებთ პასუხისმგებლობას. სწორედ ამიტომ, არ დავუჭერთ მის პრემიერობას მხარს.

რაც მოხდა ერთ გუნდში ყოფნისას, იმაზე ყველა, იმ პოლიტიკური წონით, რაც ჰქონდა იმ დროს, აგებს პასუხს. ან გამოაქვს იქიდან სწორი დასკვნა, ან ვერა. მიხეილ სააკაშვილმა ამ პერიოდიდან ვერ გამოიტანა სწორი დასკვნა და ახლაც საკუთარ ძალაუფლებაზე ფიქრობს უფრო მეტად, ვიდრე სხვა ყველაფერზე.

მისი ხედვა ჩვენისგან განსხვავდება, თითქმის, ყველაფერში, დაწყებული მისი სიტყვის ფასიდან, როცა 30-ჯერ იტყვი, რომ ჩამოვალ და მისცემ ჩვენი ქვეყნის მთავარ საფრთხეს, ივანიშვილის პროპაგანდას აი ამ სათამაშოს, გაგრძელებული მაჟორიტარებზე შეთანხმების ჩაშლით. სწორედ იმიტომ აკეთებს ყველაფერს, რომ 2012-მდე  ვითარებაში დაბრუნება უნდა," - განაცხადა გიგა ბოკერიამ. 


close დახურვა