„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია დაინტერესდა რა აზრისაა უვადო მოსამართლეობის კანდიდატი გიორგი მიქაუტაძე საბჭოთა დროის ლიდერების, იოსებ სტალინისა და ლავრენტი ბერიას მმართველობაზე.
ამის შესახებ კითხვა მან პარლამენტში დასვა, სადაც დღეს სწორედ გიორგი მიქაუტაძის მოსმენა მიმდინარეობს.
მოსამართლეობის კანდიდატმა უპასუხა, რომ იმავე აზრისაა, როგორზეც მოსახლეობის უმრავლესობა, თუმცა ბოკერია პასუხმა არ დააკმაყოფილა და რეპლიკის სახით დასძინა, რომ პარლამენტის შენობაში არიან ადამიანები, რომელთა შორისაც სტალინისტებიც სხედან. ბოკერიამ უმრავლესობას მიუთითა, რომ მათ შემადგენლობაში არის ფრაქცია, რომლის ლიდერიც თვლის, რომ სტალინის სურათი ყველა ოჯახში უნდა ეკიდოს.