logo
ENG



გიგა ბოკერია მის დაპატიმრებას არ გამორიცხავს

15 დეკ 201922:18
3 წუთის საკითხავი
 
5jx5a321jm86m9v.jpg

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია მის დაპატიმრებას არ გამორიცხავს.

როგორც დეპუტატმა გადაცემაში „გიორგი თარგამაძის ფორმულა“ განაცხადა, ხელისუფლება აგონიაშია და სწორედ ამიტომ დასჭირდათ 5 წლის მივიწყებული საქმის გადმოღება.

„აგონიაშია ეს სამარცხვინო ლიდერი და მისი კლოუნების ბანდა. სხვა ლოგიკურად რას უნდა დავუკავშირო, როცა 5 წელი არავის გახსენებია ეს საქმე, ახლა გაახსენდათ. ეს არის ილუზია, რომელიც ივანიშვილს აქვს პერსონალურად, რომ ეს არის გზა მისი გადარჩენის. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ აქ ჩემში ან რომელიმეში კი არაა საქმე, საქმეა ამ აგონიაში, ილუზია იმის, რომ თუ ლიდერებს დააკავებს, ეს არის გზა მისი გადარჩენის. პირიქით, ეს არის გზა ძალიან ტრაგიკული მომავლისკენ მისთვის და ცუდი ქვეყნისთვის, არა იმიტომ, რომ მე მეხება საქმე, არამედ იმიტომ რომ ამ ტიპის პოლიტიკურ კულტურას და ცვლილებებს გეგმავს. არ გამოვრიცხავ დაპატიმრებას, უბრალოდ არ მიყვარს ხოლმე ზედმეტი დრამატიზება. ახლა ისეთი კრიზისია, 5 წელი არ გახსენებიათ და ახლა დასჭირდათ. ციხეში ჯდომა არავის არ უნდა“, - განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, უწყებაში მისი დაბარება, იმ პერიოდს უკავშირდება, როდესაც ბოკერია უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობას იკავებდა. პროკურატურის მაშინდელ განცხადებაში ეწერა, რომ "ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობის საბიუჯეტო სახსრებისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ფულადი თანხების არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტები მოხდა". ბოკერია აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე ბოლოს 2014 წელს იმყოფებოდა. გიგა ბოკერიას დაკითხვა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მოხდება. 

 

 


close დახურვა