logo
ENG



გიგა მაქარაშვილი: პოლიციამ აღარ იცის, ვის ბრძანებას ასრულებს

16 ნოე 201912:14
3 წუთის საკითხავი
 
ey9rj9o7wqfba9n.png

აქციისა და შეძახილების ფონზე მიმდინარეობს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა პარტიის ცენტრალურ ოფისში. პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, სამოქალაქო აქტივისტებმა შენობაში შეძახილებით შეაცილეს. მონებო! - ამ სიტყვებს სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები მმართველი პარტიის წარმომადგენლების მიმართ. პარტიის ოფისს პოლიციის გაძლიერებული შემადგენლობა იცავს. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის რამდენჯერმე დაიძაბა ვითარება.

„ქართული ოცნების“ ოფისთან აქციის წევრები ორ ადგილას არიან განაწილებულნი, მათ ცენტრალური ოფისი ორივე შესასვლელი პიკეტირებული აქვთ. აქციის მონაწილეების თქმით,  პოლიცია ცდილობს აქციის მონაწილეებს შეუზღუდოს გადაადგილება.

„აღარ გვაძლევენ გადადგილების საშუალებასაც კი, პოლიციამ დაკარგა საერთოდ ყველანაირი ლოგიკის აღქმა. ვეღარ გაიგეს საერთოდ, ვის ბრძანებას ასრულებენ, ხან ზევიდან გვყრიან და იცავენ ვის?! ადამიანებს, რომლებმაც წაგვართვეს ნათელი მომავალი და ვცდილობთ, ავუხსნათ, რომ საერთო ინტერესია ჩვენი მსგავსი უსახური და მოღალატე ხელისუფლება არ გვყავდეს ხელისუფლებაში“, - განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.

უმრავლესობის სხდომა ამ დროისთვის სრულდება და დეპუტატები ტოვებენ ოფისს. აქციის მონაწილეები ცდილობენ რომ ყველა დეპუტატი გაატარონ სირცხვილის კორიდორში.


close დახურვა