გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან ოთხი წელი გავიდა. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ოთხოზორია საოკუპაციო ხაზთან, ხურჩა ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან მოკლეს. ოთხოზორიას ორი სამხედრო ჯერ ფიზიკურად გაუსწორდა, შემდეგ კი ერთმა მათგანმა ცეცხლსასროლი იარაღიდან 6 ჭრილობა მიაყენა. მოკლული ოთხოზორიას საფლავზე და მის ოჯახთან დღეს ადგილობრივი ხელისუფლების ოფიციალური პირები იმყოფებოდნენ.
„ამ უმძიმესი ფაქტიდან 4 წელი გავიდა. დღესაც ჩვენი მოქალაქეები საოკუპაციო ხაზს მიღმა არ არიან დაცული, მაგრამ უახლოეს მომავალში მოვა ის დრო, როცა ეს საოკუპაციო ხაზი აღარ იქნება ჩვენს ტერიტორიაზე“,- განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსადრე მოწერელიამ.
