საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ხელმძღანელი, ეკა გიგაური სიცრუეს უწოდებს ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, არჩევნების PVT - პარალელური დათვლა სამართლიან არჩევნებთან ერთად TI-მაც ჩაატარა, თუმცა, ვინაიდან მისი შედეგები ცესკოს შედეგებს დაემთხვა, არ გაასაჯაროვა.
ირაკლი კობახიძემ დღეს, 14 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ PVT 400 უბანზე ჩაატარა.
"PVT საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს არ ჩაუტარებია, ამიტომ სანამ მოაწყობენ ბრიფინგებს, კარგი იქნება, ეს ინფორმაცია გადაემოწმებინათ. ეს არის ტყუილი და მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობა ჩვენი ორგანიზაციის და არა მხოლოდ ჩვენი ორგანიზაციის, არამედ მთლიანად სამოქალაქო სექტორის". - თქვა გიგაურმა.
მისივე თქმით, 31 ოქტომბრის არჩევნები იყო ყველაზე ცუდი არჩევნები ქართული ოცნების პირობებში.