logo
ENG



გიგაური ხუნდაძის მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე : სარჩელს შევიტანთ სასამართლოში

20 მაი 202021:48
3 წუთის საკითხავი
 

"საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს" ხელმძღვანელი დიმიტრი ხუნდაძის მიერ ინიცირებული კანონპროექტს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ეს არასწორია. ეკა გიგაურის თქმით კანონპროექტის ამგვარი მიღების შემთხვევაში ორგანიზაცია სარჩელს სასამართლოში შეიტანს.

"ჩვენს სასამარლო სისტემაში და საკუნსტიტუციო სასამართლოში კონკრეტული პირების საქმიანობა მთლად გამჭირვალე არ არის და არ ვიცით, რამდენად შორს იქნებიან ისინი პოლიტიკური კონიუქტურისგან. ერთი რაც შემიძლია ვთქვა ისაა, რომ ნამდვილად შევიტანთ სარჩენს საკონსტიტუციოში, თუ ამ სახით მიიღეს ეს კანონი და ამგვარი გზით შევეცდებით დავამტკიცოთ, რომ ეს არასწორია",-განაცხადა ეკა გიგაურმა. 

შეგახსენებთ, ახალი ინიციატივის მიხედვით, რომელიც დიმიტრი ხუნდაძემ მოამზადა და ბიუროს სხდომაზე უკვე დარეგისტრირდა, მმართველ გუნდს ქვეყანაში გადაადგილების აკრძალვა ყოველთვის შეეძლება, არ აქვს მნიშვნელობა იქნება თუ არა გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა. კანონპროექტს დაჩქარებულად განიხილავს პარლამენტი.


close დახურვა