logo
ENG



გიგაშვილი რუსულ კანონზე: ვინც მხარს უჭერს ამ კანონპროექტს, ვეტყოდი, რომ არიან მოღალატეები

07 მარ 202313:08
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/07/vz4lzjc5hnoy69z.jpg

დღეს მუსიკოსობა უფრო ნაკლებად მაინტერესებს, ვიდრე მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა. აქ ვარ ჩემს თანატოლებისა და იმ ადამიანების გვერდით და იმ ადამიანების ხმა, ვინც საღად ვაზროვნებთ და გვგონია, რომ რუსეთი მტერია. ეს კანონი რომ მივიღოთ, ჩვენ გავხდებით უბრალოდ რუსეთის გუბერნია. ეს როგორც საქართველოს მოქალაქეს, საერთოდ არ მინდა. ძალიან ემოციურია და ტირილამდე მივდივარ სახლიდან რომ ვუსმენ რაღაც სხდომებს, აქ რომ ვდგავარ უფრო დამშვიდებული ვარ, ამდენ საღად მოაზროვნეს ადამიანს რომ ვხედავ ერთად. იმედი მაქვს და ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ დღესვე ჩაიფარცხება ეს ამბავი და ხვალ აღარ მოგვიწევს აქ დგომა. მაგრამ ვინ იცის, ხვალ რა გამოჩნდება კიდევ აქ. ვინც მხარს უჭერს ამ კანონპროექტს, ვეტყოდი, რომ არიან მოღალატეები ერთხმად და ამის განხილვაც კი იმას ნიშნავს, რომ უკვე მოღალატე ხარ, არამხოლოდ ის, რომ მიიღო ეს კანონი.


close დახურვა