"ივანიშვილმა გადააგდო ხალხი ახლა ხალხმა უნდა გადააგდოს ივანიშვილი,"- ამის შესახებ განცხადებას "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი გიგი უგულავა აკეთებს. ის რუსთაველზე პარლამენტის შენობის წინ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებას აპროტესტებს.
"დღევანდელი დღე არის უზურპაციის გაფორმება, ივანიშვილმა გააუქმა არჩევნები. მან უნდა იცოდეს ან ჩატარდება პროპორციული არჩევნები, ან არჩევნები საერთოდ არ ჩატარდება. თუ ივანიშვილს ჰგონია, რომელიმე ოპოზიცია გაუპრავებს ამას ძალიან ცდება. კადაფი არის ივანიშვილის ბედი. ფურთხის ღირსია "ქართული ოცნების" ყველა დეპუტატი ვინც ეს არჩევნები საზოგადოებას წაართვა. მეტს ესენი არ იმსახურებენ. ხალხს გადაახიეს კონსტიტუცია თავზე. ეს არ არის ჩვეულებრივი აფერისტობა, ეს არის მთელი ქვეყნის გადაგდება. ქვეყანას ანგრევს ივანიშვილი, რომ მერე ნანგრევები ჩააბაროს რუსეთს. ყველაფერი აქეთკენ მიდის," - განაცხადა გიგი უგულავამ.