logo
ENG



გიგი უგულავა კონგრესმენის წერილზე: ეს ნიშნავს იმას, რომ უმრავლესობის ლიდერს ხალხი ჰგონია ბრბო

24 იან 202022:42
3 წუთის საკითხავი
 

"ეს ნიშნავს იმას, რომ უმრავლესობის ლიდერს ხალხი ჰგონია ბრბო და ყველაფერს აჭმევ",- ასე ეხმაურება "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგი უგულავა კონგრესმენის კრიტიკულ წერილს, რომელიც რამდნიმე წუთის წინ სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" გავრცელდა. წერილის მიხედვით, კონგრესმენი უერთდება კოლეგების განწყობას და საქართველოს ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილებას გამოხატავს. გიგი უგულავა დარწმუნებულია, რომ ამ გზავნილზეც ხელისუფლებას არ ექნება რეაქცია და შეეცდება ხალხის მოტყუებას. შესაბამისად, იგივე გიორგი ვოლსკის არ უნდა გაუკვირდეს საზოგადოების მხრიდან აგრესიის მიღების.  

"ჩვენ შეგვიძლია ამაზე ვივარაუდოთ თუ რა იქნება ოცნების პასუხი, 327 მილონი მოქალაქეა ამერიკაში და მხოლოდ 5 ადამიანი არ გვიჭერს მხარს. ამის მთქმელ ვოლსკის არ გაუკვირდეს რომ ქუჩაში გასვლისას, ვიღაცამ შეაფურთხოს, ესეიგი დებილი ჰგონიხარ და შეურაცხყოფას გაყენებს.",-აღნიშნა უგულავამ. 


close დახურვა