„ევროპული საქართველოს“ ლიდერს გიგი უგულავას ცოტა ხნის წინ ბრალი წარუდგინეს. ეს იმ ინცინდენტის და თავდასხმის გამო ხდება, რომელიც დღეს აეროპორტში მოხდა.
მისი განცხადებით, ორი აზრი არ არსებობს, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა. ევროპული საქართველოს წარმომადგენლი არ გამორიცხავს, რომ ეს იმიტომ გააკეთეს, რომ ხვალ ან ზეგ პასპორტი ჩამოართვან და ქვეყნიდან გასვლა შეუზღუდონ.
„მეცინება უკვე ისეთი არაადექვატური რაღაცები ხდება. პოლიცია მოვიდა და ბრალი უნდა წამიყენონ ახლა. რაზე მიყენებთ მეთქი და აღმოჩნდა მერე ის, რომ 5 საათი ვითხოვდი გვარი მითხარით ვინ იყო თავდამსხმელი მეთქი და აღმოჩნდა ვინმე ბადრი გავშელიშვილი, რომლიც ძიუდოისტია. ის კაცი თურმე ჰყვება, რომ მე დავესხი და მისი ჩვენების საფუძველზე აღძრეს ჩემზე საქმე, რომ მე დავესხი და მისი ჩვენების საფუძველზე აღძრეს ჩემზე საქმე, რომ მე დავესხი და ვცემე ძიუდოისტი მე. ბრალს თუ წამიყნებენ წავა სასამართლოში საქმე და მერე მოსამართლემ უნდა იწვალოს. კარგია თუ სასამართლოში წავა ეს საქმე. ის მოჭიდავე, ვითომ სპორტსმენი და სპორტის შემარცხვენელი იმას ახლოს ვნახავ. ასეთი ხალხი ძლიერია მაშინ, როდესაც ხელისუფლება დგას გვერდზე და მარტოები „ჩასვრილები“ არიან. ორი აზრი არ არსებობს, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა. მე არ გამოვრიცხავ, რომ ეს იმიტომ გააკეთეს, რომ ხვალ ან ზეგ პასპორტი ჩამომართვან და შემიზღუდონ ქვეყნიდან გასვლა ან რაღაც მსგავსი სისულელე მოიგონონ. ეს არის ივანიშვილის პოლიტიკური თავდასხმა. მისი კლიტუშკები თავს არიან გასულები რადგან იმედი აქვთ რომ სახელმწიფო მათ კანონის მიხდვით არ დასჯის,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.
გიგი უგულავას ბრალი სისხლის სამართლის 126 მუხლით წარედგინა, რაც ძალადობას გულისხმობს. შეგახსენებთ, რომ „ევროპული საქართველოს“ ლიდერებს დღეს აეროპორტში დაესხნენ თავს.