ევროპარლამენტში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გიგი წერეთელი ევროპარლამენტის სხდომას დაესწრო. წერეთელი ევროპარლამენტის ვიცე პრეზიდენტსა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა. შეხვედრებზე ევროპაში მიმდინარე უსაფრთხოების საკითხებზე, საქართველოში მიმდინარე ვითარებაზე, მათ შორის ბორდერიზაციასა და ატოცში განვითარებულ ბოლო მოვლენებზე ისაუბრეს
„არის მნიშვნელოვანი თემები რაც ეხება საერთაშორისო ურთიერთობებს, ეხება კონკრეტულ საკითხებს იქნება ბალკანები, თუ თურქეთ-სირიის კონფლიქტი, თუ სხვა მნიშვნელოვანი თემები, მაგრამ მე ვფიქრობ რომ კონფლიქტები არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, მე ხაზს ვუსვამ ყველა ასეთ შეხვედრაზე ბუნებრივია საქართველოს, საქართველოში მიმდინარე ბორდერიზაციაზე, უკანონობაზე, რუსეთის მიერ შეუსრულებელ ვალდებულებებზე,“ -განაცხადა წერეთელმა