logo
ENG



გიგი წერეთელი ქართულ ოცნებას თერჯოლაში ზეწოლასა და დევნაში ადანაშაულებს

05 სექ 202113:52
3 წუთის საკითხავი
 

ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი მმართველ გუნდს თერჯოლაში ზეწოლისა და დევნაში ადანაშაულებს.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც თერჯოლის ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელმა, რუსუდან კოვზირიძემ პარტიასთან თანამშრომლობა გადაწყვიტა, მიმართ "შტურმი" დაიწყო. 

"პირველ ეტაპზე ქალბატონ რუსუდან კოვზირიძესთან ე.წ. მრჩეველები მივიდნენ, რომლებმაც ოპოზიციურ პარტიასთან კავშირის გაწყვეტა ურჩიეს, თუმცა უარის შემდეგ მასზე უკვე პოლიტიკური დევნა დაიწყო.

მისი შვებულებაში გასვლისა და კორონავირუსის დადასტურების შემდეგ, ცენტრში აუდიტის სამსახური შევიდა და ხელმძღვანელისგან დოკუმენტის გადაცემა მოითხოვა. რუსუდან კოვზირიძემ ​აუდიტს განუცხადა, რომ იზოლაციაშია, თუმცა აუდიტის სამსახური მას დაწესებულებაში მისვლას აიძულებდა.

იზოლაციიდან მეექვსე დღეს რუსუდან კოვზირიძეს პისიარ ტესტზე უარყოფითი პასუხის შემდეგ ცენტრში მისვლა მოუწია, რა დროსაც მასთან სამართალდამცავები გამოცხადდნენ და იზოლაციის წესის დარღვევისთვის 2000 ლარით დააჯარიმეს". - თქვა გიგი წერეთელმა. 


close დახურვა