logo
ENG



გიდებმა და ტუროპერატორებმა აქცია-მსვლელობა გამართეს

15 ივლ 202020:59
3 წუთის საკითხავი
 

ტურიზმის გადარჩენას სთხოვდნენ დღეს მთავრობას პროტესტით. აქცია-მსვლელობა გიდებმა და ტუროპერატორებმა გამართეს, ისინი ხელისუფლებისგან რეგულარული ფრენების დანიშვნას და საკარანტინო პერიოდის გაუქმებას მოითხოვენ. ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეპიდსიტუაციის შესანარჩუნებლად პისიარ ტესტები აეროპორტშივე უნდა ჩატარდეს და ხარჯები სახელმწიფომ უნდა დაფაროს. 

სხვა შემთხვევაში ექსპერტებიც და ოპოზიციაც ქვეყნის ეკონომიკას გარდაუვალ დარტყმას უწინასწარმეტყველებენ. ოპონენტები ამბობენ, რომ ტურიზმზე დამოკიდებული ოჯახები საქართველოში უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, თუ სახელმწიფო საჰაერო მიმოსვლას სრულფასოვნად არ აღადგენს. კანცელარიასთან შეკრებილებს მთავრობიდან არავინ გამოხმაურებია. 

დეტალები ნახეთ "ფორმულა ნიუსის" 20:00-საათიან გამოშვებაში. 


close დახურვა