ქართული ოცნება ტელეკომპანია იმედის ეგზიტპოლზე დაყრდნობით გამარჯვებას ზეიმობს.
იმედის ეგზიტპოლის თანახმად, კახა კალაძემ 51.3% აიღო და პირველივე ტურში გაიმარჯვა, ედისონ რისერჩისა და იფსოს კვლევის თანახმად კი, თბილისში მეორე ტური იქნება.
"გილოცავთ. დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ გილოცავთ და ვულოცავ ქართული ოცნების თითოეულ წევრს ამ დიდებულ გამარჯვებას. ვულოცავ ყველა მერს ამ დიდებულ გამარჯვებას. მინდა მივმართო ოპონენტებს, რომ დღეს დავასრულეთ პოლარიზაცია ქვეყანაში, დღეს დავასრულეთ სიძულვილისა და სიცრუის ეპოქა, ხვალიდან უნდა დაიწყოს ქვეყანაში სიმშვიდის, სტაბილურობის, განვითარების ხანა", - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.
ფორმულას დაკვეთით შესრულებული Edison Research-ის ეგზიტპოლის მიხედვით, თბილისის მერობის კანდიდატების მიერ მიღებული ხმები 18:00 საათისთვის ასე განაწილდა:
- კახა კალაძე, ქართული ოცნება N41 - 43%
- ნიკა მელია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა N5 - 39%
- გიორგი გახარია, საქართველოსთვის N25 - 7%
თუ ეს შედეგები დადასტურდება, თბილისში მეორე ტური შედგება კახა კალაძეს და ნიკა მელიას შორის.
რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, ედისონ რისერჩის ეგზითპოლის მიხედვით:
ანა დოლიძე, მოძრაობა ხალხისთვის N48 - 4%;
გიორგი ლომია, პატრიოტთა ალიანსი N8 - 1%;
ანა ბიბილაშვილი, ლელო N9 - 2%;
რინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ N23 - 1%