logo
ENG



გიორგი ბარამიძე: მოვუწოდებთ ყველას, რომ სპეციალისტების რეკომენდაციები გაითვალისწინონ

31 მარ 202011:23
3 წუთის საკითხავი
 

გამკაცრებული ზომების გამო, სასჯელაღსრულების 780 თანამშრომელი საპატიმროებში იცხოვრებს, გადაწყვეტილება იუსტიციის მინისტრმა მიიღო.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიაჩნიათ,რომ ეს გადაწყვეტილება საუკეთესო გზაა კორონავირუსის პრევენციისთვის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში.

გიორგი ბარამიძე ფიქრობს, რომ ამ გზით, თავს დაცულად იგრძნობს როგორც პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლები, ასე მსჯავრდებულებიც

„საფრთხე, რომ ვიღაცამ საიდანღაც არ მოიტანოს ვირუსი - ბუნებრივია. მოვუწოდებთ ყველას, მათ შორის მთავრობას და თითოეულ მოქალაქეს, რომ სპეციალისტების და ექიმების რეკომენდაციები იქნეს შესრულებული“, - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა გიორგი ბარამიძემ.


close დახურვა