logo
ENG



გიორგი გახარია: გამოწვევები ძალიან ბევრია და სიღარიბის დონე ძალიან მაღალია

21 ოქტ 201911:27
3 წუთის საკითხავი
 
ea8890lona1mcnk.jpeg

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებს ხვდება. მისი განცხადებით, მცირე ბიზნესის განვითარებას თავისი კრიტიკულად მნიშვნელოვანი პრინციპი აქვს და ძირითადი როლი ქვეყანაში საშუალო ფენის შექმნაში, ბიზნესის მხრებზეა. მან ბიზნესმენებს მხარდაჭერა აღუთქვა და დაჰპირდა, რომ ყველა მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარებაში მთავრობა დაეხმარება.

„ეკონომიკური ზრდის ნაწილში ძალიან ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი. გამოწვევები ძალიან ბევრია. გვესმის, რომ სიღარიბის დონე ძალიან მაღალია, გვესმის, რომ ქართული ბიზნესს სჭირდება სახელმწიფოს მხარდაჭერა, რადგან გვქონდეს ძლიერი ქართული ბიზნესი, გვყავდეს ბევრი ძლიერი ქართული კომპანიები. ძალიან კარგად გვესმის, რომ ძირითადი როლი ქვეყანაში საშუალო ფენის შექმნაში, ასევე ბიზნესის მხრებზეა და აქ მნიშვნელოვანწილად მცირე ბიზნესის განვითარებას აქვს თავისი კრიტიკულად მნიშვნელოვანი პრინციპი. მოკლედ, ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მიზანია იქ, სადაც ასეთი მექანიზმები კომუნიკაციის არსებობდა, სწრაფი გადაწყვეტილების მიღების და სწრაფი პრობლემების გადაჭრის, აღვადგინოთ და სადაც არ არსებობდა შევქმნათ ახალი. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ყველა ის საკითხი, რომელიც უკავშირდებოდა მოკლევადიან სწრაფ და ეფექტურ რეჟიმში, არის გადაწყვეტადი მთავრობის მხრიდან იქნება გადაწყვეტილი. იქ, სადაც სისტემური პრობლემებია რა თქმა უნდა თქვენი ჩართულობით ერთობლივად უნდა მივაღწიოთ შედეგს,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

პრემიერ აცხადებს, რომ ყველა გადაწყვეტილება, რომელიც მიმდინარე პერიოდში, საკანონმდებლო ან სისტემური ცვლილების კუთხით იქნება მიღებული, ეს მოხდება ბიზნესთან სრული ჩართულობით.

„ოღონდ მოლოდინები უნდა იყოს ადექვატური და ობიექტური. იქ სადაც მთავრობას მოუწევს თქვას არა, ეს არა უნდა იყოს ადეკვატურად მიღებული. ჩვენი ყველაზე დიდი ვალდებულება და პასუხისმგებლობაა, რომ პასუხი იყოს სწრაფი და არ დავხარჯოთ ამაზე დიდი დრო,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 


close დახურვა