logo
ENG



გიორგი გახარია: ეს უნდა იყოს ყველაზე სუფთა, ყველაზე დემოკრატიული არჩევნები

10 აგვ 202015:16
3 წუთის საკითხავი
 
sxmmn4xai6jthru.jpg

საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები უნდა იყოს "ყველაზე სუფთა, ყველაზე დემოკრატიული, ყველაზე წარმატებული". ამის შესახებ პრემიერმა დღეს, 10 აგვისტოს კახეთში მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენის შემდეგ ისაუბრა.

"ყველამ ერთად, ერთად და კიდევ ერთხელ ერთად უნდა ვიზრუნოთ საქართველოს წარმატებისთვის. ეს არის ჩვენი სლოგანი. ეს არ იქნება მხოლოდ ქართული ოცნების გამარჯვება, არამედ ქვეყნის გამარჯვება", - ამბობს პრემიერი. 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ოქტომბრის ბოლოს არის დაგეგმილი.

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის 8 მარტს მიღებული შეთანხმების შედეგად, წელს არჩევნები ახალი, 120/30 სისტემით ჩატარდება. ახალი კონსტიტუციით, პარლამენტში 120 დეპუტატი შევა პარტიული სიით, ხოლო 30 მაჟორიტარულად.


close დახურვა