logo
ENG



გიორგი გახარია:გარკევული შეზღუდვები წლების განმავლობაში დარჩება

24 აპრ 202014:40
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით მთავრობას უკვე აქვს შეზღუდვების გახსნისა და შემსუბუქების გეგმა, თუმცა გარკვეული მათგანი დიდი ხნით ძალაში დარჩება.

"გარკვეული შეზღუდვები წლების განმავლობაში დარჩება. ეს წესები გლობალურია",-აცხადებს გიორგი გახარია. 

ის წესები რაც წლების განმავლობაში უცვლელი დარჩება, შემდეგია:

  • სოციალური დისტანცირება, როგორც ჩანს დიდი ხნის განმავლობაში აუცილებელი იქნება. ესაა ყველაზე დიდი გამოწვევა; 
  • საზოგაოდების თავშეყრის ადგილებში პირბადეების ტარება. როგოროც ჩანს ეს გახდება ჩვენი ყოველდღიურობა;
  • იურიდიული პირების მიერ ჯადანცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვა. ყველა მეწარმემ და კომპანიამ უნდა გაითვალისწინოს, რომ საქმიანობის გაგრძელება შეუძლებელი იქნება ჩვენი ეპიდომიოლოგების რჩევის გარეშე. მაქსიმალურად უნდა იყოს შემუშვებული დისტანციური მუშაობის ფორმებიც - აცხადებს გიორგი გახარია. 

მისივე თქმით, შეზღუდვები შესაძლოა დღეს მოიხსნას, მაგრამ ხვალ კვლავ ამოქმედდეს. ეტაპებს შორის შუალედი კი იქნება ორი კვირა. შეზღუდვების პირველი ეტაპი აჩვენებს შედეგებს.

 

 


close დახურვა