logo
ENG



გიორგი გახარია აშშ-ს მხარდამჭერ აქტზე:დიდს პატივს ვცემთ აქტში გამოთქმულ წინადადებას

24 ოქტ 201911:44
3 წუთის საკითხავი
 
doif5hjzpbby32h.jpg

"დიდს პატივს ვცემთ იმ წინადადებას, რომელიც გამოთქმული იყო ამ აქტში, შესაბამისი შესაძლოა სანქციების დაწესების შესახებ,"- ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული საქართველოს მხარდამჭერი აქტი. 

გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა აქტის ეკონომიკურ კომპონენტზეც. მისი თქმით, სანქციების გარდა, ასევე მნიშვნელოვანია ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივა. მისივე შეფასებით, აღნიშნული დოკუმენტი ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმების დადასტურებაა.

"ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ ძალზე მნიშვნელოვანია ამ აქტის ეკონომიკური კომპონენტიც, სადაც ხაზგასმულია შესაძლო თავისუფალ სავაჭრო რეჟიმზე მუშაობის გააქტიურება,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს მხარდამჭერი აქტი ოფიციალურად გუშინ დამტკიცდა.


close დახურვა