logo
ENG



გიორგი გახარია ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდა

21 ოქტ 201916:20
3 წუთის საკითხავი
 
tztbb5c5hntrdx5.png

პრემიერ-მინისტრი ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდა.  

„დარჩენილ ორ თვეში მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ ბიზნესს შევუქმნათ კომფორტული პირობები იმისთვის, რომ მათ თავი უფრო თავდაჯერებულად იგრძნონ“ - აცხადებს გიორგი გახარია.

„ლარის კურსი, სამწუხაროდ, დამოკიდებულია საგარეო ფაქტორებზე. დღეს ვფიქრობთ, რომ მაკროეკონომიკური ფატქორები არის ჯანსაღი და ლარს აქვს საშუალება, გამყარდეს. რა ნიშნულამდე გამყარდება, ამაზე საუბარი არავის შეუძლია“ - ამბობს საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე.

გიორგი გახარიამ და ასოციაციების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე ბიზნესის პრობლემებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. ბიზნესმენებმა გიორგი გახარიას მათი პრობლემები მოახსენეს. 

 


close დახურვა