გიორგი გახარია და ქართული დელეგაციის წევრები აშშ-ის თავდაცვის მდივანს შეხვდნენ. „ფორმულა“ დაინტერესდა, იყო თუ არა საუბარი ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, რაზეც თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ პორტთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა.
„არავითარი სიტყვა პორტთან დაკავშირებით არ განხილულა. შავი ზღვის უსაფრთხოება არის პრიორიტეტი და იქნება წლების განმავლობაში. შავი ზღვის ქვეყნების ფორმატში გვექნება შეხვედრა რუმინეთში. მე მივიღე მოწვევა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილისგან. რუმინეთს მნიშვნელოვანი როლი უკავია შავი ზღვის არქიტექტურაში და ჩვენ გავააქტიურებთ მუშაობას ამ მიმართულებით", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.